воскресенье, 13 июля 2014 г.

დიანა შუკაკიძე პროექტის პორტფოლიო
პროექტის სანახავად იხილეთ ბმული
ტრენინგის IX დღე
 ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. გავეცანით სიახლეებს. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტი , როგორ უნდა შევქმნა რესურსი.საინტერესო იყო 21-ე საუკუნის უნარები და ძალიან გამეხარდა რომ  თურმე ზოგს ვფლობდი ზოგს კი ტრენინგის განმავლობაში დავეუფლე. ყველა ეს სიახლე დამეხმარება რომ უფრო საინტერესო გავხადო საგაკვეთილო პროცესი. მე ვფიქრობ რომ ინტელის ტრენინგის გავლა  აუცილებელია ყველა მასწავლებლისთვის. ეს მათ დაეხმარებათ წარმატებული მუშაობისთვის. უღრმესი მადლობა ჩვენს ენერგიულ ტრენერს.
ტრენინგის  VIII  დღე
დღეს ვისაუბრეთ პროექტების წარმატებით განხორციელებაზე, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ სპეციალური შესაძლებლობის ბავშვები პროექტში "გარდნერი". ვნახეთ ერთმანეთისმიერ შექმნილი ადაპტირებული შეფასებები შევქმენით როგორც ფასილიტატორებმა დამხმარე რესურსი რომლითაც ვაძლევთ მოსწავლეებს რეკომენდაციებს.

понедельник, 7 июля 2014 г.

ტრენინგის VII დღე.

გავაკეთეთ ჩვენს მიერ შექმნილი მოსწავლეთა ნიმუშების განხილვა და უკუკავშირი.
განვიხილეთ შეფასების ფორმები.შევავსეთ პროექტისათვის გამოსაყენებელი შეფასების რუბრიკები.
ტრტენინგის VI დღე.
ვისწავლეთ გუგლ დრაივის გამოყენება. ავტვირთეთ პრეზენტაცია.ვისაუბრეთ მოსწავლეთა ადაპტაციაზე. დავათვალიერეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და დავიწყეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შექმნა.განვიხილეთ მოსწავლეთა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების გზები.პროექტის გეგმაში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები.

вторник, 1 июля 2014 г.

ტრენინგის V დღე
ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება პროექტის დაწერის დროს. ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და გაუკეთეთ უკუკავშირი. გავეცანით საავტორო უფლებებს.ვისწავლეთ სურათების ამოჭრა და ჩასმა.
ტრენინიგის IV დღე.
განვიხილეთ ერთმანეთის მიმართულების მიმცემი კითხვები.
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები რაც ძალიან მომეწონა.
ვნახეთ როგორ უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია.
 შეფასება ძალიან საინტერესოა გავიგეთ ბევრი სიახლე.